ინგლისელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა, ვატიკანი კათოლიკე ეკლესიის ბოლოდროინდელი განცხადების გამო გააკრიტიკა. 15 მარტს გავრცელებულ წერილში წმინდა საყდარი აცხადებს, რომ იგი არ ცნობს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების კავშირს და ამგვარ ურთიერთობას "არჩევანსა" და "ცოდვას" უწოდებს.
განცხადების საპასუხოდ, ლეგენდარულმა მუსიკოსმა ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გვერდიგვერდაა მოთავსებული ორი სტატია — ვატიკანის მიერ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების კავშირის არცნობა და ნიუსი, რომელიც იტყობინება, რომ ვატიკანმა ჯონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი მილიონობით ევროთი დააფინანსა. მუსიკოსი, რომელიც საზოგადოებისთვის ღიად გეია და პროდიუსერ დევიდ ფერნიშზეა დაქორწინებული, ვატიკანს "ფარისევლობაში" ადანაშაულებს.
"როგორ შეუძლია ვატიკანს, უარი თქვას გეი ქორწინებების ცნობაზე, იმიტომ რომ ეს 'ცოდვაა' და, ამავდროულად, იხეიროს Rocketman-ის დაფინანსებიდან — ფილმიდან, რომელშიც მოთხრობილია, როგორ ვიპოვე ბედნიერება დევიდზე ქორწინებით? #ფარისევლობა", — წერს მუსიკოსი.
აღსანიშნავია, რომ ვატიკანის განცხადებამ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია ინტერნეტმომხმარებლებშიც. რომის პაპის ნებართვით შვიდ ენაზე გამოქვეყნებული ორგვერდიანი წერილის პასუხად ვატიკანს ახსენებენ, როგორ განაცხადა ფრანცისკემ რამდენიმე თვის წინ, რომ გეი ადამიანები "ღმერთს ისეთები უყვარს, როგორებიც არიან". ამასთან, გასულ წელს კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ იგი ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების სამოქალაქო კავშირს მხარს უჭერს. ვატიკანმა კი ამ უკანასკნელ განცხადებას "კონტექსტიდან ამოგლეჯილი" უწოდა.
საკუთარი პოზიციის ასახსნელად, წერილში ნათქვამია, რომ კათოლიკური სწავლებით ქორწინება კაცსა და ქალს შორის სამუდამო კავშირია, რომელიც ღმერთის ნების აღსრულებას და ქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინებას ემსახურება. რადგან ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების კავშირი ამ ნებას და გეგმას ვერ აღასრულებს, მათი შეწყნარება ეკლესიის მხრიდან შეუძლებელია.
თუმცა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბევრის მსგავსად ელტონ ჯონისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა, მაშინ რატომ დააფინანსა 4 მილიონ ევროზე მეტით გეი ვარსკვლავის ბიოგრაფიული ფილმის გადაღება Centurion Global Fund-მა, რომლის უმთავრესი შემომწირველი წმინდა საყდარია.
ვატიკანი ამჟამადაც ფონდთან დაკავშირებულ ფინანსურ სკანდალშია გახვეული. ეგრეთ წოდებული პიტერის მონეტების თანხა — შენაწირი, რომელიც, როგორც წესი, ყოველწლიურ მესაზე კეთდება — გამოძიების ინტერესის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო სამდივნოს სახელით 350 მილიონი ევრო დაიხარჯა ლონდონში მდებარე უძრავ ქონებაზე. საქმეს რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავს, რომელთა შორის იტალიელ ბროკერებთან და დილერებთან ერთად, ვატიკანის თანამდებობის პირებიც არიან. გამოძიება მათ წმინდა საყდრის ფულის მითვისებას ედავება.