სულ ცოტა ხნის წინ გავლენიან მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესის ოთხწლიანი რომანი დასასრულს მიუახლოვდა.
თუმცაღა, წყვილმა სენსაციური ამბის გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ განაცხადა, რომ ნიშნობის გაუქმებას აღარ აპირებენ და გარკვეული პრობლემების მოგვარებას ეცდებიან.
ახლა კი, ჯენიფერ ლოპესს, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში ახალი ფილმის გადაღებებზე მუშაობს, 45 წლის მეგობარი მამაკაციც აკითხავს, რაც ერთგვარი სასიკეთო გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა კრიზისულ ვითარებაში. როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, წყვილს შორის დაძაბულობა ნელ-ნელა ქრება.