ამერიკელმა მომღერალმა რიანამ ბევერლი ჰილზზე სახლი 13,8 მილიონ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ძვირადღირებული სასახლე პოლ მაკარტნის სახლთან ახლოს მდებარეობს. რიანას ახალი სახლი 1930-იან წლებშია აშენებული და მასში 5 საძინებელი და 7 აბაზანაა განთავსებული. ამასთან, ეზოში დიდი აუზია.
ადრე ეს სახლი ცნობილი ამერიკელი მწერლის, სიდნი შელდონის შვილს, მერი შელდონს ეკუთვნოდა.