სამეფო ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია. გამონაკლისი არც ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახია.
სოციალურ მედიაში კემბრიჯის ჰერცოგინიას ბევრისთვის აქამდე უცნობი ფოტოები არაერთხელ გავრცელდა, სადაც ქეითი St. Andrews Bay-ის სასტუმროში Don’t Walk Show-ზე იმყოფებოდა.
უცხოური გამოცემების ცნობით, უილიამმა ჩვენებაზე დასასწრებად და პირველ რიგში დასაჯდომად 275 დოლარი გადაიხადა. როგორც მისი მეგობარი ფერგუს ბოიდი იხსენებს, შოუს მიმდინარეობისას პრინცმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქეითის გარეგნობამ ის გააოცა და ამჟამინდელ ჰერცოგინიას სექსუალური უწოდა.
Charlotte Todds-ის კაბა, რომელიც ქეით მიდლტონს ეცვა აუქციონზე $125,000-ად გაიყიდა.