დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორეს მეუღლე, პრინცი ფილიპი 28-დღიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 99 წლის პრინცი უკვე ვინძორის სასახლეშია. სამეფო ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრინცი მედპერსონალს ზრუნვისთვის მადლობას უხდის.
16 თებერვალს პრინცი ფილიპი ედვარდ VII კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მან თითქმის 2 კვირა გაატარა, რის შემდეგაც წმინდა ბართლომეს სახელმწიფო საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც გულის ოპერაცია ჩაუტარეს.