ჩვენს უკან საქართველოა!

ჩვენს უკან საქართველოა!

„დიდი ხანია ამ თემაზე სიტყვაც არ დამიწერია, მაგრამ ვხედავ ახლა აუცილებელია მიზეზთა გამო და მეც ვწერ. ეგ არის ნამოხვანჰესისი თემა.

რატომ არ დავწერე ამდენი ხანი? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა პოლიტიკოსი არა ვარ და არც ვაპირებ პოლიტიკოსობას ბოლო 30 წელმა პოლიტიკაში საშინლად ეჭვიანი გამხადა. ამიტომაც გონივრული ეჭვი მაქვს ბევრ მოვლენაზე, რომელთა 99%   ქვეყნის და ჩემთვის  სავალალოდ გამართლებულა!

საქმე შემდეგშია როდესაც ნამახვანის პროტესტი დაიწყო რაიმე პოზიციების გამოხატვას მოცდა ვამჯობინე და დაკვირვება დავიწყე!

მოგეხსენებათ ქართული სიბრძნეა: "კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება" და ველოდებოდი მოვლენათა განვითარება თუ რა სახეს მიიღებდა. მე საძრახის ვერაფერს ვხედავდი და ვხედავ იმაში მოქალაქეებმა თავიანთი ქვეყნის მომავლის გარშემო თავიანთი პოზიცია გამოხატონ თუნდაც კონსტიტუციით მწვავე ფორმებით!

იმის შესახებ ვერ დავწერ რაც არ ვიცი ანუ პროექტის ტექნიკურ მხარეზე.  ეს პროფესიონალების საქმეა. მაგრამ ის მაოცებს აი იქაური მოსახლეობა მიწების გაყიდვით ფულს რომ იღებდნენ სადაც ეს ჰესი უნდა აშენებულიყო მაშინ სად იყვნენ ეს ნეტარხსენებული ლიდერები და თავად ის მოქალაქეები რატომ ყიდდნენ თუ ასეთი პატრიოტები იყვნენ უცხო თესლზე წინაპართა სისხლით გაპოხიერებულ მიწებს?(ხომ მაქვს მე, როგორც ერთ უბრალო მოქალაქეს ამ კითხვის დასმის უფლება?)

ამიტომაც,

მე შევეცდები გადმოგცეთ ჩემი შეხედულებები  ამ საკითხის გარშემო:

  1. ჩემდა სავალალოდ საეჭვოდ დაემთხვა ეს პროტესტი საქართველოში ბოლო ხანებში განსაკუთრებით კი 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
  2. მაგრამ მოდით დავანებოთ თავი პოლიტიკურს და წმინდა ეკოლოგიური თვალსაზრისით შევხედოთ. ეს პროექტი არსებობს 2008 წლიდან არა? ჰოდა მაინცდამაინც ახლა ამ მძიმე შემოტევების პროცესში ვის და რატომ გაახსენდა მისი ეკოლოგია და ბევრი სხვა რამ?!
  3. რატომ არ ატყდა ასეთი ამბები, როდესაც ბატონმა ხაზარაძემ ბორჯომი, რომ მიჰყიდა რუსებს მაშინ? რატომ არავინ არაფერი არ თქვა როდესაც შევარდნაძემ მილსადენი გაატარა ბორჯომის ხეობაში? რატომ არავინ ყურიც კი არ შეიბერტყა როდესაც ელექტროენერგია გადაეცა უცხოს? რატომ არ ატყდა ერთი ამბავი, როდესაც კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდეს და გზა შიყვანეს იქ და ა. შ. და ა. შ შეიძლება უზარმაზარი არზის დაწერა ამგვარი უმსგავსოებების შესახებ. მაგრამ ირგვლივ იყო უღვთო დუმილი.
  4. აქედან გამომდინარე ჩემს ცნობიერებაში ამ აბავს თავიდანვე ცოტა სიმყრალის სუნი ასდიოდა და კერძოდ კი აი ისეთი დაწყებით კლასებსი პატარებს რომ ასწავლიან კაცს, რომ უბეში მოპარული მამალი ჰყავდა დამალული და მამლის კუდს მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ ვერმალავდა
  5. მოლოდინი იყო და აშკარად სჩანდა, რომ ორგანიზატორები და ლიდერები ადამიანების ეროვნულ გრძნობებსა და მათ სუფთა გულებზე დაიწყებდნენ მანიპულაციებს. დიდი ხნის ლოდინი არ დაჭირვებია ამ ამბავს მალე მოხდა და რაც მოსალოდნელი იყო ლიდერებმა განაცხადეს არავითარი პოლიტიკური მოთხოვნები და პოლიტპარტიები ჩვენთან ვერ და არ იქნებიანო;
  6. ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა და მალევე გამოჩნდა მამლის კუდი და ის ბევრმა იქ მყოფმა გულანთებულმა და მართლა სამშობლოს ბედზე მოფიქრალმა მამულიშვილმა დაინახა, როდესაც ერთ-ერთმა ახალგაზრდა ლიდერმა ჯერ მორიდებულად, მაგრამ მაინც განაცხადა, რომ ჩვენ ჩავალთ თბილისში......(რა თქმა უნდა ამის უფლება ყველას აქვს) და იქ მოვითხოვთ მთავრობის გადადგომასო!

და ეს მაშინ, როდესაც მინისტრები წინა კვირაში ჩავიდნენ მოლაპარაკებაზე, როგორც ვიცი ფართო შესათანხმებელი წინადადებებით, მაგრამ ეს მოლაპარაკება ვერ შედგა და ისიც  საკითხავია რატომ ვერ შედგა?

  1. ანუ აშკარად გამოჩნდა ლიდერთა ნამდვილი ზრახვები და გაჩნდა უკვე ბევრი ლეგიტიმიური კითხვა რომელიც გაუჩნდა ჩემისთანა უბრალო მოქალაქეს; ა) სად იყვნენ ეს ადამიანები ანალოგიური სიტუაცების დროს თუნდაც 2012 წლიდან, ვიდრე დღემდე? ბ) საიდან რომელ წყაროდან ფინასდებიან ეს სუბიექტები. როგორც იტყვიან  არავის არ  წამს იმის, რომ ეს აქციები უფინანსებოდ კეთდება? გ) რატომ აძლევდნენ მიკროფონებს ე.წ. ნაცმოძრაობის და მისი სატელიტი პარტიის წარმომადგენლებს, მაშინ როდესაც მათივე სიტყვებით აქცია არაპოლიტიკური იყოოოოოო?
  2. რაც მთავარია მტერმა კარგად იცის ქართველ კაცს სოციალურ ნიადაგზე ქუჩაჩი ვერ გამოიყვან აი ეროვნულზე კი სიცოცხლეს გასწირავს და ადვილია ამით მანიპულაცია. ეს თვალნათელია მთელი ამ 30 წლის მანძილზე და ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო 20 ივნისი, რომელსაც რომა არა ხელისუფლებისა და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის გონივრულობა და სიმტკიცე  "დიდებულად" გამოიყენებდა ჩასაფრებული და სახელმწიფო  გადატრიალების მოტრფიალე-მოსურნე ოპოზიცია! 

და აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ხელისუფლების ძალიან მძიმე შეცდომები ამ  მიმართულებით, კერძოდ 1. უაღრესად არასაკმარისი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან; 2. დაგვიანებული რეაგირება არსებულ პროცესებზე; 3. მოსალოდნელი რეალობის არასაკმარისი გათვლა(ყოველ შემთხვევაში გარედან ასე სჩანს).

ამდენად ვფიქრობ იკვეთება, რომ არსებული რეალობით, ხელისუფლების შეცდომებით და ხალხის წრფელი გულით სურს ისარგებლოს საშინელმა დესტრუქციულმა  ძალამ, რომელიც დიდი გონივრული ეჭვია(და ამის დამტკიცება შეიძლება ფაქტებით, რაც არაერთხელ დამიწერია) იმართება მოკალათებულია საფანჩატურეთში და  ყოველ წამს ცდილობს, როგორ არიოს სიტუაცია საქართველოში. რომელ არეულობასაც ეს ქვეყანა (უკვე მერამდენეს)  ვერ გადაიტანს! ამის კონტურები უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და რომლის შესახებაც უკვე ხმამაღლა გვაფრთხილებენ ჩვენი ევროპელი მეგობრები!

გაიხსენეთ პატივცემული გერმანიის ელჩის სიტყვები, ქართველების მიმართ ამა წლის 21 თებერვალს უნივერსიტეტში!

ასე რომ ვინც მეკითხებით გპასუხობთ ეს არის ჩემი პოზიცია-პასუხი!

 და ჩემი აზრით აქ ისაა მთავარი, რომ ჩვენს უკან საქართველოა“!

სერმინე ვერ დაგეთანხმებით, ბატონო ედიშერ, რომ აქციის ლიდერები სხვის წისქვილზე ასხანენ წყალს. ვარლამ გოლეთიანი ახალგაზრდაა და 9 წლის წინანდელ ამბებზე, პასუხს ნუ მოვთხოვთ. რაც შეეხება, მიკროფონთან გამომომსვლელებს, ერთ ახალგაზრდა ე.წ
აქტივისტს თუ არ აჩავთვლით, სხვა საეჭვო, არავინ გამოსულა.
3 წლის უკან
amo ბ-ნო ედიშერ და ბ-ნო სერმინე ხომ ნახეთ თავის დროზე სააკაშვილის გამოსვლა ამ ჰესის აშენების აუცილებლობაზე. ნახეთ. ახლა რომ კატეგორიული წინააღმდეგია ისიც ხომ ნახეთ. ნახეთ. ხვალ რომ მოვიდეს ისევ რომ მოინდომებს ამ ჰესის აშენებას ამაში ხომ მეთანხმებით. კარგია, რომ მეთანხმებით. ანუ აქ პირად (და არა ქვეყნის) სარგებელზეა საუბარი. ახლა ვნახოთ ეს ხელისუფლება რა პირობით აშენებს ამ ჰესს, ვის აშენებიებენ (საკუთარი სახსრები არ გაგვაჩნიაო) კაბალური ხომ არაა? თუა რატომ ვაკეთებთ? ჰესი მომგებიანი იქნება თუ ჩვენი ფულით ავაშენებთ, მოგებაც ჩვენ დაგვრჩება. მერე სადაა ფული? ს ა პ ე ნ ს ი ო ფ ო ნ დ შ ი ! აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა. აქციოს პენსიონერები მომგებიანი აქციონერებად. მაგრამ ამის თავი ვის აქვს. ამათ თავი მარტო ჰალსტუხში გასაყრელად აქვთ.
3 წლის უკან
გრიგორი აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს !!! დავამატებ: 1. 16 მარტს გამოირთო ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი "მესხეთი". შეწყდა ენერგიის მოწოდება თუექეთიდან. 2. მინიმუმამდე შემცირდა ენერგიის მოწოდება აზერბაიჯანიდან (თებერვალში 27%-ით). მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ნაკლები ფასი კიდევ უფრო შემცირდა. 3. რეკორდულად (94,2%) გაიზარდა მოწოდება რუსეთიდა, როცა ფასი ყველაზე დიდია !. აქ რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, რომ აქციის უკან რუსეთია ????
3 წლის უკან
სერმინე ბატონო ამო, აქ მიწის 99 წლის უცხოტომელებზე გადაცემაა მთავარი საწუხარ-სატკივარი (მამაკაცი არ გახლავრთ, სხვათაშორის).
3 წლის უკან
trampi ერთ---ორ ახალგაზრდას ვიცნობ მანდ, ერთ დროს ნაციონალების აქტივისტები იყვნენ ..ეხლა ,,ქურქი,, აქვთ გახდილი
ცოტა ადრე მანდ ძმისშვილი მუშაობდა(წამოვიდა) და ეგ ამბები, რა და როგორ, ცოტა ვიცი ....
ისე 1988--90 წლებში რომ ხუდონჰესზე ხალხი აქტიურობდა და მერე მთავრობაში მოვიდნენ, ეს ამბები იმას მაგონებს
არადა ეხლა რომ მიშა იყოს ხო კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა...ეგ ტურქები ხო გრიალ--გრიალით აააშენებდნენ ყველაფერს.... ეგ რაზრეშენიები ხო ყველაფერი იმის გაცემულია?/ მერე?/

არადა პროტესტის აზრი მართლა ქართულია, მივესალმები კიდეც ....და თუ გაკეთდება მაქსიმალურადაც უნდა იყოს ეგ ჰესი ქართული...და არა თურქული
3 წლის უკან
trampi იგავ --არაკი ..(.ნამოხვან ჰესზე)

ნამდვილი ამბავი

სკოლაში მეათე კლასში ერთი ჩვენი კლასელი ბიჭი (დიდი ჯანღონის პატრონი) ბოქსზე შევიდა...ჯერ ისედაც ამტვრევდა ყველაფერს და მერე სუ გადაირია--- გაბლატავდა......რაღაც შეჯიბრებებიც მოიგო(ეხლა ცოცხალი აღარაა.....,ინფაქტი..... ძაან ჯიგარი ბიჭი იყო, აცხონოს ღმერთმა)
დილა საღამოს ვარჯიშებზე დადიოდა.......დილით სკოლაში პირდაპირ ბოქსის სექციიდან მოდიოდა ხოლმე.... თან რათქმა უნდა ის სპორტული ფორმა
და ფერჩატკებიც ჩანთაში ეწყო ხოლმე...წიგნები ჰეეეჩ....... არა სჭირდებოდა
ნამეტნავად მათემატიკას ვერ ეწყობოდა... არადა მათემატიკის მასწავლებელი ფრანტავიკი იყო, დიდებული ადამიანი და უმაღლესი პროფესიონალი--, ... ის კიდე ბავშვი რო არ სწავლობდა, იმას ვერ ეგუებოდა..
.მოკლედ ქონდათ კატა--თაგვობანა
ეს ბიჭი დილით კლასში რო მოვიდოდა, გაიკეთებდა იმ ფერჩატკებს და გვებლატავებოდა ხოლმე--- კარგად დაგვებავდა ხოლმე ბიჭებს...მოკლედ ბოქსიორსკი გრუშად გვიყენებდა....
ერთხელაცაა და დილით ამ ჩვენ ბაგა--ბუგში გაკვეთილი დაიწყო (მათემატიკის გაკვეთილი გქონდა) და ამ მასწავლებელმა ამ ბიჭის ბლატაობას შემოასწრო ....დაინახა ეს ბიჭი ბოქსიორის ფელჩათლკებში
გადაირია კაცი ----- რა არის ეგაო....ამ ბიჭმა ბლუყუნი და თავის მართლება დაიწყო--- ბოქსის სექციაზე დავდივარ დილაობით, ეხლა შეჯიბრისთვის ვემზადები და სექციიდან პირდაპირ მოვდივარ ხოლმე სკოლაშიო
დიდი ხანია დადიხაროოო.... შეეკითხა მასწავლებელი
ერთი წელიაო....
უყურა, უყურა ამ კაცმა(ფიქრობდა) და მერე ეუბნება.----- მამაშენი მოიყვანე ხვალე სკოლაშიო
ის ბიჭი რაღას იზამდა, მეორე დღეს მოიყვანა მამამისი
შემოიყვანა კლასში ის კაცი ამ მასწავლებელმა და ეუბნება...
კაცო ეს ბიჭი რომ თურმე დილაობით ბოქსზე დადის და იქ თავი ურტყამენ იცი შეენო/...მერე იქ თავ გამოლაყებული ჩემთან რო მოდის მე რაღა მატემატიკა ვასწავლოვო....
ატყდა კლასში ერთი სიცილი და ალიაქოთი..
---- რაღა სხვას აცემინ ამ ბიჭს, ადექი და შენ თვითონ სცემე.... ცოტა შეღავათს მაინც გაუკეთებ, ძაან არ გამოულაყებ ამ თავს, იქნებ მე ცოტა რამე
მაინც ვასწავლოვო...
ვააააა ........ იქ ამბავი ატყდაააა...ნუ ვერ აგღიწერთ..............რომ მახსენდება დღესაც სიცილთ ვკვდები ხოლმე

ეხლა დედა აზრი

ბიჯოოო....................
.... ..დაჟე ეგ პროექტი ყველანაირად კარგად გათვლილი და ყველაფერიც კარგად გათვალისწინებული რო იყოს, იმ კაშხალის აშენებით იქ რომ საქმე ფუჭდება(თუნდაც ცოტა) ეგ ხომ იასნია?.(მშენებელი ვარ).......უამისოდ არ ხდება
.მაგრამ რაღამც საჭიროებააა ..კარგი..... აშენდეს, აშენდეს .......
მაგრამ თუ შენდება მაინც ,..... ქართველმა მაინც აააშენოს, მაგ ჰესის თავიც და ბოლოც ქართველი მაინც იყოს? .... ქართველი ჩვენ მიწა წყალს ფეხებზე დაკიდებულად მაინც არ მოექცევა, ცოტა ჯიგარი მაინც გაუტოკდება და იქაურობას ნაკლებად მაინც დააზიანებს...
სად ვიღაც თურქი გადამთიელი და სად კიდევ ქართველი ....თან კიდევ 50 წელი იჯარაო, თუ რაღაც ამდაგვარი
მართალი იყო ის კაცი, უცხო რომ გამეტებულად შემოგკრავს ყბაში ისე შინაური არ(ვერ) გაგიმეტებს ....... რაც არ უნდა იყოს იმას ნაწილობრივ მაინც ჯიგარი დაიჭერს (გამონაკლისებზე არ ვლაპარაკობ--ზოგჯერ შინაური მტერზე უარესია....თუნდაც დღევანდელი საქართველო)
3 წლის უკან