ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს 3 წლის ქალიშვილი რუსულის გაკვეთილებზე დაჰყავთ

ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს 3 წლის ქალიშვილი რუსულის გაკვეთილებზე დაჰყავთ

ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული ყოფილი სელებრითული წყვილი კვლავ უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრშია.

საქმე იმაშია, რომ 35 წლის რუსმა მოდელმა ირინა შეიკმა ყოფილ მეგობარ მამაკაცთან 46 წლის ამერიკელ მსახიობთან ბრედლი კუპერთან ერთად გადაწყვიტა მშობლიური კულტურა, ენა და ტრადიციები არ დაივიწყოს და სამი წლის ქალიშვილი რუსული ენის გაკვეთილებზე ატაროს.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებოდნენ, წყვილს ქალიშვილი 2017 წელს შეეძინათ, 2019 წლის შემდეგ კი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ.

იქიდან გამომდინარე, რომ მეურვეობის უფლება მშობლებმა თანაბრად მოიპოვეს, მათი გადაწყვეტილება ლეას აღზრდისა და რუსულ სკოლაში სიარულის შესახებ ჩამოყალიბებული, გააზრებული და ერთობლივია.