პირველი სენსაციური ცნობები წითელი მშრალი ღვინის სასარგებლო თვისებებზე რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. ამერიკელმა ექიმებმა მაშინ განაცხადეს, რომ ის გულის სნეულებისგან იცავს ადამიანებს.
შემდგომში ისიც გაირკვა, რომ წითელი ღვინო ხელს უშლის გასუქებას.
ცოტა ხნის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ სინკლერმა აღმოაჩინა, რომ წითელი ღვინო სიცოცხლეს ახანგრძლივებს. თურმე ეს სასმელი შეიცავს ნივთიერება რესვერატროლს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის გაახალგაზრდავება შეუძლია.
ის აჯანსაღებს ქრომოსომებს და რთავს მექანიზმებს, რომლებიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ცოცხალ უჯრედში.
არ დაიჯერებთ, მაგრამ წითელზე არანაკლებ სასარგებლოა თეთრი ღვინოც. ეს კონექტიკუტის უნივერსიტეტის მეცნიერმა დიპაკ დასმა დაადგინა. ის აუმჯობესებს უჯრედების ენერგომომარაგებას.
საინტერესოა გაახალგაზრდავების მიზნით რა რაოდენობის ღვინო უნდა მივირთვათ. არაუმეტეს ერთი ჭიქა წითელი ღვინისა ან ორი ჭიქა - თეთრისა.