„შარლი ებდომ“ დედოფალ ელისაბედისა და მეგან მარკლის კარიკატურა გამოაქვეყნა

„შარლი ებდომ“ დედოფალ ელისაბედისა და მეგან მარკლის კარიკატურა გამოაქვეყნა

ჟურნალმა „შარლი ებდომ“ დედოფალ ელისაბედისა და მეგან მარკლის კარიკატურა შექმნა. მისი მიხედვით, დედოფალი ფეხით ახრჩობს სასექსის ჰერცოგინიას.

„რატომ გაიქცა მეგანი ბუკინგემის სასახლიდან?“ - ასეთი სათაური აქვს ჟურნალს გამოტანილი.

მეგან მარკლის საპასუხო ტექსტში კი ნათქვამია: იმიტომ რომ სუნთქვა არ შემეძლო“.

მეგან მარკლმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა.

ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წევრი ინტერესდებოდა, რამდენად მუქი კანი ექნებოდა მათ შვილ არჩის. სამეფო ოჯახმა ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ მათ მიერ წამოწეულ საკითხებს სერიოზულად ეკიდებიან.