რეჟისორი რონ ჰოვარდი ტაილანდში, გამოქვაბულში დაკარგული ფეხბურთელების სამაშველო ოპერაციის შესახებ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline Hollywood-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სურათის მთავარი გმირები ის მაშველები იქნებიან, რომლებმაც 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი 18-დღიანი ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს. მთავარ როლებს ფილმში ვიგო მორტენსენი, კოლინ ფარელი, ჯოელ ეჯერტონი, ტომ ბეიტმანი შეასრულებენ.
სურათს ავსტრალიაში გადაიღებენ. ფილმის სახელწოდებაა „13 სიცოცხლე“. პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
2018 წლის 23 ივნისის შემდეგ ტაილანდის გამოქვაბული მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.
2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.