ჰოლივუდის ცნობილი პიროვნებები ხშირად ამტკიცებენ, რომ როცა საქმე სიყვარულს ეხება ასაკობრივი სხვაობა და მსგავსი ფაქტორები უკანა პლანზე იწევs. გადავხედოთ ვარსკვლავურ წყვილებს, რომელთა შორისაც ასაკობრივი განსხვავება საგრძნობლად დიდია.
ჯორჯ და ამალ კლუნები.
წყვილმა 2014 წელს იქორწინა და მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელია.
მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინი.
ბრაიანი მეგანზე 13 წლით უფროსია, მათ 2010 წელს იქორწინეს და დღეს სამი შვილის მშობლებიც არიან.
ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი.
წყვილმა, რომელთა შორისაც 23-წლიანი განსხვავებაა, 2015 წელს იქორწინა და ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.
ბიონსე და ჯეი ზი.
მომღერლები, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა 13 წელია, სამი შვილის მშობლები არიან.
ადამ ლევინი და ბეატი პრინსლუ.
ადამი სუპერმოდელზე 10 წლით უფროსია, მათ 2014 წელს იქორწინეს და გასულ წელს მშობლებიც გახდნენ.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი.
ბრედ პიტი ანჯელინაზე 11 წლით გახლავთ უფროსი. შეგახსენებთ, რომ წყვილი 2016 წელს დაშორდა.
ტომ კრუზი და ქეითი ჰოლმსი.
16-წლიან განსხვავებას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ 2006 წელს შეუღლებულიყვნენ, თუმცა ქორწინება ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დამთავრდა.
ნიკოლას ქეიჯი და ელის კიმი.
ნიკოლასი ელისზე 20 წლით უფროსი გახლავთ, წყვილი 2016 წელს, 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დაშორდა.
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰოლივუდური წყვილია, ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი განსხვავება 25 წელია.
მერაია ქერი და ნიკ ქენონი.
მერაია მეუღლეზე, რომელსაც 2016 წელს გაშორდა, ათი წლით გახლდათ უფროსი.