ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგეზი ერთმანეთს დაშორდნენ

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგეზი ერთმანეთს დაშორდნენ

უცხოური გამოცემები სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჯენიფერ ლოპესის და ალექს როდრიგეზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

შეგახსენებთ, რომ 45 წლის ბიზნესმენი და 51 წლის მომღერალი ერთმანეთს 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, ოფიციალურად ორი წლის წინ დაინიშნნენ და დაქორწინებას 2021 წელს გეგმავდნენ.

CNN დაუკავშირდა წყვილთან დაახლოებულ სანდო წყაროს, რომელთა თქმითაც ჯენიფერი და ალექსი შერიგებას აღარ აპირებენ, შესაბამისად დაგეგმილი საქორწინო ცერემონია გაუქმდა.