The Weeknd-ს გრემის მომავალ დაჯილდოებებზე ვეღარ ვიხილავთ — მომღერლის ბოიკოტი

The Weeknd-ს გრემის მომავალ დაჯილდოებებზე ვეღარ ვიხილავთ — მომღერლის ბოიკოტი

მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, გრემის დაჯილდოებას ცნობილი კანადელი მუსიკოსი აბელ ტესფაიე, იგივე The Weeknd გამოაკლდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ, ყველას გასაოცრად, ის 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდა.

2021 წლის დაჯილდოების ცერემონიის მოახლოების პარალელურად, მომღერალმა დაჯილდოებას ბიოკოტს უცხადებს. The New Yorks Times-ს უთხრა, რომ მომავალ დაჯილდოებებზე მონაწილეობას აღარ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში The Weeknd-მა ტვიტერზე გრემის დაჯილდოებას კორუმპირებული უწოდა.

მუსიკოსმა მარტში გამოუშვა ალბომი After Hours, რომელსაც კრიტიკოსებმა 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ მოვლენად მიიჩნევდნენ და The Weeknd-ს გრემის მთავარ ნომინაციებში გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ალბომში შედის ისეთი ჰიტები, როგორიცაა In Your Eyes, Save Your Tears, Blinding Lights, Scared To Live და ა.შ.

"ათწლეულების განმავლობაში, არასდროს შევსწრებივართ ისეთ დაუდევრობას გრემის მხრიდან, როგორიც წელს The Weeknd-ის შემთხვევაში მოხდა. ხმის ჩამწერმა აკადემიამ გადაწყვიტა, რომ მისთვის არცერთი ნომინაცია დაეთმო", — წერს Variety-ის მუსიკის მიმართულების ჟურნალისტი ჯემ ასვადი.

მასშტაბურ მუსიკალურ დაჯილდოებას ჰარი სტაილსი გახსნის, რომელიც თავად სამ ნომინაციაშია წარდგენილი. შოუზე იმღერებენ სამხრეთკორეული ჯგუფი BTS, ტეილორ სვიფტი, ბილი აილიში, კრის მარტინი, დუა ლიპა, Doja Cat, Post Malone, Cardi B, Megan Thee Stallion და სხვები.

გრემის დაჯილდოება კვირას, 14 მარტს, თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.