„ფაიზერის“ ვაქცინის“ ეფექტურობა 5 თვეა, შემდეგ კიდევ უნდა მოხდეს ვაქცინის გაკეთება“

„ფაიზერის“ ვაქცინის“ ეფექტურობა 5 თვეა, შემდეგ კიდევ უნდა მოხდეს ვაქცინის გაკეთება“

11 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოში პამდემია გამოაცხადა. მსოფლიო პანდემიის ერთი წლის თავზე, ცნობილი გახდა, რომ 13 მარტს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო მათი განმეორებითი აცრა მას შემდეგ მოხდება, რაც „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ქვეყანაში შემოვა.

რამდენი ხანი დაიცავს ვაქცინა მოქალაქეეს, რამდენ ხანში უნდა მოხდეს განმეორებითი ვაქცინაცია, ამის შესახებ for.ge-ს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ესაუბრა.

13 მარტს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქინა შემოვა. რა ინფორმაცია გაქვთ აღნიშნულ ვაქცინაზე და რამდენად შედეგიანი ვაქცინაა?

- სასიხარულო ფაქტია, რომ ამ მიმართულებით საქართველომ აქტიურად დაიწყო მუშაობა. კარგი იქნებოდა, რომ ვაქცინაცია უფრო ადრე დაწყებულიყო. რაც შეეხება ზოგადად ვაქცინაციას, რომელიც ქვეყანაში ხორციელდბა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული უნდა იყოს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის განხორციელების პროცესში, აუცილებელია ელექტრონული ბარათების დარიგება. კონტროლი უნდა განხორციელდეს ვინ, როდის მიიღებს ვაქცინას, რადგან ამით თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ შევიტყოთ ვინ გახდება ავად.

ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის უკუჩვენება. თუ ვაქცინაციის სწორი მართვა არ იქნება, შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს, ან ალერგია გამოუვლინდეს. ამის გამო მოსახლეობაში შეიძლება პანიკა დაითესოს და თქვან - ვაქცინის ბრალი იყო, რადგან ადამიანი გარდაიცვალაო.

ეს რომ არ მოხდეს, რა პრევენციები უნდა განხორციელდეს?

- ერთადერთი პრევენცია არის ის, რომ სწორი მართვა მოხდეს. ყველა ვაქცინირებული ადამიანის ელექტრონული ბაზა უნდა იყოს. ელექტორნული ბაზა იმიტომ არის საჭირო, რომ ვიცოდეთ, ვის როდის შეხვდა კორონა ვირუსი, ან ვინმე ცუდად გახდა, რათა შემდგომში გაგვიადვლდეს გავიგოთ მართლაც ვაქცინის ბრალი იყო თუ არა. რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ეს არ იქნება ვაქცინის ბრალი, მაგრამ პრობლემების თავიდან აცილების კუთხით, ასეთი სისტემაა საჭირო.

რა დადებითი და უარყოფითი ჩვენება აქვს ვაქცინას და ვაქცინა ადამიანს კორონვირუსისგან რამდენი ხანი იცავს?

- ნებისმიერ ვაქცინას სხვადასხვა მოქმედება აქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ვაქცინას აქვს როგორც დადებითი, ასევე უკუჩვენება. რაც შეეხება დადებით და უკუჩვენებას, ჩვენ უკვე გვაქვს კვლევები, რომ დადებით ჩვენება უფრო მაღალია. მოსახლეობის 99%-ში პრაქტიკულად, არ ვლინდება ალერგია და არც სხვა უკუჩვენებები. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა უკუჩვენებები არის, რომელიც თავს იჩენს ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით 45 წუთში და რომელიც ექიმების მხრიდან მარტივად აღმოიფხვრება. 1-2 საათში პაციენტი ისევ კარგად იქნება.

რაც შეეხება დადებით ჩვენებას - ადამიანი, რომელიც ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება, რომ იმუნიტეტი განუვითარდეს. ანუ, ადამიანი, რომელიც ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებს, არ ნიშნავს, რომ უკვე დაცულია. ერთი თვის შემდგე იწყება თავდაცვითი მექანიზმები. ეს თავდაცითი მექანიზმები ნიშნავს, რომ ვირუსი არ შეხვდება. შეიძლება ადამიანს კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდეს, მაგრამ დაცული იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინირებულ ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს, წავიდეს რესტორანში, სკოლაში და ა.შ.

მაგრამ, სხვადასხვა ტიპის ვაქცინები არსებობს. მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობა არის თითქმის 82-95% - ანუ, 100 ადამიანიდან 95-ს ვირუსი არ გადაედება, თუმცა, 5 მათგანს შეიძლება გადაედოს.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია. ზოგი კვლევა გვეუბნება 60%-ს, ზოგი 70%-ს და ზოგიც 50%-ს. დავჯერდეთ 60%-ს, ანუ ეს ნიშნავს, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან 60-ია დაცული, ხოლო 40 არ არის დაცული.

თუ ვისაუბრებთ კორონავირუსის ახლა შტამზე, კერძოდ სამხრეთ აფრიკის შტამზე, ამ შემთხვევაში „ასტრაზენიკა“ 20%-ით იცავს. ამიტომ, აუცილებელად უნდა შევისწავლოთ ქვეყანაში რომელი ვირუსია და ისე უნდა გაკეთდეს ვაქცინა.

გამოდის, რომ ვაქცნებიდან ყველაზე კარგი ეფექტი მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს?

- ჯერჯერობი „ფაიზერი“ საუკეთესოა, იმედია სხვაც გამჩნდება. ამ წუთას მსოფლიოში კლინიკურ კვლევას 81 ვაქცინა გადის. სხვათა შორის 15 ვაქცინა, რომელიც, პოტენციურად ეფექტური იქნება, უკვე ბოლო სტადიაზეა. ამ 15-ში შედის „ფაიზერიც“ და „ასტრაზენეკაც“. ამას კიდევ ემატება 180 ვაქცინა, რომელიც პრეკლინიკურ კვლევებს გადის - ანუ, კვლევა ცხოველებზე, კომპიუტერებზე მიმდინარეობს. ვაქცინების შეიარაღება ძალიან დიდი გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულისთვის ვაქცინის დიდი არჩევანი გვექნება. რაც ფრო მეტი დრო გადის, ფასიც დაიწევს, ხარისხი აიწევს და ვაქცინაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ასევე მინდა გკითხოთ კოვიდინფექციის კვლევებზე, რომელზეც თქვენს ფეისბუქ გვერდზე საუბრობდით. კონკრეტულად, ადამიანებში კორონავირუსი რას ტოვებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება იყოს?

- ამ ვირუსში საზიზღრობა რა არის?! სხვათა შორის მსოფლიოში კოვიდსიკვდილიანობის მაჩვენებელმა ძალიან დაიწია. ადრე თუ რეანიმაციაში 10 ადამიანიდან 7 კვდებოდა, ახლა 10-დან 1 კვდება. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ქვევით იწევს. 11 მარტს ზუსტად ერთი წელი გავიდა, როდესაც მსოფლიო ჯადაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად მსოფლიო პანდემია გამოაცხადა. მართვის თვალსაზრისით, ამ ერთ წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგალითად, ვიცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის“ ეფექტურობა 5 თვეა. ანუ, ადამიანი პირველი თვე არ არის დაცული, მაგრამ დანარჩენი 5 თვე დაცულია. 5 თვის შემდეგ კიდევ უნდა მოხდეს ვაქცინის გაკეთება.

ვინც ვირუსი გადაიტანა, ვიცით, რომ ისინიც 5-6 თვე დაცულები არიან, პრაქტიკულად, იმუნურები არიან, მაგრამ 6 თვის შემდეგ იმუნირებას კარგავენ და შესაძლოა, ხელახლა დაინფიცირდნენ - ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

მეორე - პრობლემებს გეტყვით. იტალიაში კვლევები გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ ყველა ის პაციენტი, რომელიც კვლევაში იყო ჩართული და რომლებმაც კოვიდი მძიმედ გადაიტანეს, ანუ სიმპტომები გამოხატული ჰქონდათ - ამ პაციენტების 30%-ს პოსტტრავმატული სტრესი ჰქონდათ. ეს მენტალური დაავადებაა. ეს მარტო ერთ დაავადებაზეა საუბარი. სხვა კვლევების მიხედვით ცნობილია, რომ კოვიდი გულ-სისხლძარღვთა დაავადებას ტოვებს. ზოგი კვლევის მიხედვით კი ფილტვების პრობლემა იჩენს თავს. ჩვენ დავინახეთ, რომ ბავშვებსა და დიდ ადამაინებს შორის სხვაობა არაა. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ამათგან 10-30%-მდე ადამიანს შეიძლება სხვადასხვა ტიპის ნარჩენები დაუტოვოს. ეს შეიძლება იყოს მენტალური დაავადება, შეიძლება იყოს ფილტვებთან დაკავშირებით პრობლემები და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს არის ძალიან რთული პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს დააწვება ძალიან მძიმედ ჩვენს სამედიცინო სისტემას. ამდენ ადამიანს მკურნალი ექიმი დასჭირდება და შეიძლება საქართველოში ამდენი მკურნალი არც იყოს.