ხშირად საკულტო სელებრითული წყვილები, რომელთაც მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ, ერთმანეთს მოულოდნელად შორდებიან. როგორც წესი, ყოფილი მეუღლეები ბავშვების მეურვეობის საკითხებს შეთანხმებულად აგვარებენ და ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა აკავშირებთ. როგორც ჩანს, რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და რეპერი ქანიე უესტი აღნიშნული წყვილების რიცხვს არ მიეკუთვნებიან.
უცხოური გამოცემები Rap-up და Page Six ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც კიმმა სასამართლოს განქორწინებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა, მათ შორის ყველანაირი კომუნიკაცია შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ ქანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა ერთმანეთი პირველად 2003 წელს გაიცნეს, თუმცა ურთიერთობა ოფიციალურად მხოლოდ 2012 წელს გაასაჯაროვეს. 2009 წელს ქანიემ საკუთარ შემოქმედებაში კიმი პირველად ახსენა, რაც მათ შორის არსებულ რომანტიკულ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებდა, 2010 წელს ამერიკელი რეპერი კარდაშიანების რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდშიც გამოჩნდა, 2012 წელს კი სიმღერით “Cold”ოფიციალურად განაცხადა, რომ კიმ კარდაშიანი უყვარდა, ვარსკვლავური წყვილის საჯარო დებიუტი 2012 წელს ნიუ-იორკში შედგა, მათ პირველი შვილი ამა წლის დეკემბერში შეეძინათ. ქანიე და კიმი 2013 წელს მეთ გალას წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდა, საბოლოოდ კი მათი ურთიერთობა 2014 წელს იტალიაში ქორწილით დაგვირგვინდა.