ემილი რატაკოვსკი დედა გახდა: მოდელს პირველი შვილი შეეძინა

ემილი რატაკოვსკი დედა გახდა: მოდელს პირველი შვილი შეეძინა

29 წლის ამერიკელ მოდელს ემილი რატაკოვსკისა და მის მეუღლეს სებასტიან ბეარ-მაკლარდს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც სილვესტერ აპოლო დაარქვეს.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ემილის ორსულობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ Vogue-ის საშუალებით გაავრცელა.

როგორც მშობლები ამბობენ ბავშვის სქესის გაცხადებისგან თავს იკავებენ, რადგან მათი შვილი 18 წლამდე “გენდერისგან თავისუფალია”, შემდეგ კი ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.