პრინცმა უილიამმა თავისი ძმის, პრინც ჰარის და მეგან მარკლის ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
უილიამმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი „რასისტული ოჯახი არ არის“ და დასძინა, რომ ძმასთან ინტერვიუს შესახებ ჯერ არ ულაპარაკია, მაგრამ ამას უახლოეს მომავალაში აპირებს.
ინტერვიუში მეგანმა და ჰარიმ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წევრი ინტერესდებოდა, რამდენად მუქი კანი ექნებოდა მათ შვილ არჩის. სამეფო ოჯახმა ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ მათ მიერ წამოწეულ საკითხებს სერიოზულად ეკიდებიან.