ბრიტანელი მეცნიერების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ მწვანე ჩაი დადებით ზეგავლენას ახდენს გულის არტერიებზე, უფრო მოქნილს და ელასტიკურს ხდის მათ.
ეს კი თავისთავად გულისხმობს, რომ არტერია უკეთ გადაიტანს სისხლის წნევის ცვალებადობას.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს მილტონმა რამდენიმე თვის წინ სპეციალური ექსპერიმენტი ჩაატარა.
მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ცდების მონაწილე 14 მოხალისეთაგან, არტერიების უფრო მეტად გაფართოების უნარი, უმტკივნეულოდ და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიუყენებლად, აღენიშნებოდათ მარტო მათ, ვინც მწვანე ჩაის სვამდა და არა ყავას ან თბილ წყალს.
მილტონი ამტკიცებს, რომ მწვანე ჩაი სასარგებლოდ მოქმედებს სისხლძარღვთა კედლებზე, ეხმარება რა მათ უჯრედებს მომადუნებელი ნივთიერების გამოყოფაში, რაც სისხლის ნაკადის თავისუფალ მოდინებას უწყობს ხელს.