საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონეთის თავდაცვის მინისტრს ტომაშ სემონიაკს შეხვდა. შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი ალასანიამ პოლონელ კოლეგას თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი გეგმა გააცნო. ტომაშ სემონიაკმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს საკუთარი გამოცდილების გაზიარება, სამხედრო ძალების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო პოლიციის განვითარებისა და ქართველ ოფიცერთა მომზადების კუთხით თანამშრომლობას.
„პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. მათ შემოგვთავაზეს საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ გადავიდნენ საბჭოური ვარშავის ბლოკის ქვეყნის სამხედრო ძალებიდან თანამედროვე ნატოს სტანდარტების სამხედრო ძალებზე. მომავალში თანამშრომლობისთვის რამდენიმე ასპექტი განვსაზღვრეთ. მათ შორის, შესაძლებელია სამხედრო პოლიციის ჩამოყალიბების, ასევე, ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების მაღალი დონის ოფიცერთა შემადგენლობის მომზადების კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდეს“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.