საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია შვედეთის თავდაცვის მინისტრს კარინ ენსტრომს შეხვდა.
საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებმა ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის წვრთნისა და დახმარების საკითხებში საქართველოსა და შვედეთის ერთობლივად მონაწილეობას და პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადების საკითხებს.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას დაესწრება.