განიხილება საკითხი სპეციალური ოპერატიული ძალებში საქართველოს თანამონაწილეობაზე

განიხილება საკითხი სპეციალური ოპერატიული ძალებში საქართველოს თანამონაწილეობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავსტრალიელ კოლეგას სტეფან სმიტს შეხვდა. შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბიანში გაიმართა.

მხარეებმა ავღანეთის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პოსტ-ISAF-ის პერიოდში ერთობლივი მოქმედებების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და ავსტრალიის მხრიდან ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის საკითხებსაც.

„აქცენტი გადატანილი გვაქვს ავღანური ძალების გაწვრთნაზე და მათთვის გამოცდილების გაზიარებაზე. ასევე საუბარია, რომ კონვენციური ძალების შემადგენლობა შემცირდეს და არაკონვენციური ძალების რაოდენობა გაიზარდოს. შეიძლება იყოს საუბარი, სპეციალური ოპერატიული ძალებში ჩვენს თანამონაწილეობაზე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივი შეხვედრები გამართა ასევე, შვედ და პოლონელ კოლეგებთან.