კრისტენ სტიუარტი ყველაზე არამომხიბვლელია

კრისტენ სტიუარტი ყველაზე არამომხიბვლელია

24 თებერვალს აშშ-ში, მსოფლიო კინოსამყაროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების - „ოსკარების“ გადაცემის რიგით 85-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბრიტანულმა ვებ-გვერდმა „MenKind. co. uk.” მამაკაც მკითხველებს შორის საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა.

ძლიერთა სქესის წარმომადგენლებს მსოფლიო კინოსამყაროში მოღვაწე ათი ყველაზე არამომხიბვლელი ქალი მსახიობი უნდა გამოევლინათ.

ამ „არასასიამოვნო“ რეიტინგის სათავეში 22 წლის კრისტენ სტიუარტი აღმოჩნდა. ქალბატონმა კრისტენმა ხმების „მცირე რაოდენობით“ სარა ჯესიკა პარკერსა და ლინდსი ლოჰანს გაუსწრო.

ყველაზე არამომხიბვლელი ქალი მსახიობების პირველი „საპატიო“ ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. კრისტენ სტიუარტი, 2. სარა ჯესიკა პარკერი, 3. ლინდსი ლოჰანი, 4. დენიზ რიჩარდსი, 5. კირსტენ დანსტი, 6. მიშა ბარტონი, 7. ჰილარი სუონკი, 8. ლუსი ლიუ, 9. ტილდა სუინტონი, 10. უმა თურმანი.

საინტერესოა, რომ ანალოგიური გამოკითხვა 2008 წელს გამოცემა „Maxim“-მაც  ჩაატარა. მაშინ მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა “იმარჯვა“. იმ რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ ქალმა ჟურნალს სასამართლოში უჩივლა. პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და „Maxim“-ის გამარჯვებით დასრულდა.

უცნობია ამჟამინდელი „ლაუერატი“ უფროსი კოლეგის მაგალითს თუ მიბაძავს. ჯერჯერობით სტიუარტის წარმომადგენლებს ამ თემაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.