სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

28 წლის ვარსკვლავმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მის მიერ გამოცემულმა ალბომებმა აუდიტორიის პატივისცემა ვერ დაიმსახურა.

„ძნელია მუსიკით იყო დაკავებული, როდესაც ადამიანები სერიოზულად არ აღგიქვამენ. ხშირად მიფიქრია: რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? რატომ ვაგრძელებ ამ საქმეს? არის ადამიანების კატეგორია, ვისაც ჩემი მუსიკა მოსწონს. მათი მადლობელი ვარ და ალბათ, ამიტომ ვაგრძელებ დღემდე ამ საქმეს, მაგრამ მომავალში ასე აღარ იქნება. მინდა, კიდევ ერთი შანსი მივცე ჩემ თავს და ახალი ალბომი ჩავწერო, რის შემდეგაც გადავწყვეტ, წავალ თუ არა“, - აღნიშნა გომესმა.