კასეტისა და კომპაქტ დისკის გამომგონებელი, ლუ ოტენსი 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა Dutch News-ი ავრცელებს.
განათლებით ინჟინერმა ლუ ოტენსმა კომპანია Philips-ში მუშაობა 1952 წელს დაიწყო. 1960 წელს იგი სათავეში ჩაუდგა კომპანიის პროდუქტების განვითარების განყოფილებას და ერთ წელიწადში მისმა გუნდმა პორტატული მაგნიტოფონი შექმნა.
1962 წელს ლუ ოტენსმა კომპაქტ-კასეტა შექმნა. იგი მიიჩნევდა, რომ თავად კასეტა საკმაოდ პატარა უნდა იყოს, რომ ქურთუქის ჯიბეში ეტეოდეს. მოგვიანებით კი ლუ ოტენსმა კომპაქტ დისკი გამოიგონა.