ჯო ბაიდენის ძაღლები გასულ კვირას ვაშინგტონიდან დელავერში დააბრუნეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, უილმინგტონში ძაღლები მას შემდეგ გაამგზავრეს, რაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეიჯორმა თეთრი სახლის დაცვის თანამშრომელს უკბინა.
ბაიდენმა გერმანული ნაგაზები მეიჯორი და ჩემპი თეთრ სახლში ინაუგურაციიდან ერთ კვირაში გადაიყვანა.