უინსტონ ჩერჩილის ფეხსაცმელები 32 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

უინსტონ ჩერჩილის ფეხსაცმელები 32 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის საშინაო ფეხსაცმელები სოლიდურ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ სააუქციონო სახლი Bellmans-ი იტყობინება.

ლოტში უცნობმა კოლექციონერმა 32 ათას გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. ლურჯი ხავერდის ფეხსაცმელები ოქროსფერი ძაფით არის შეკერილი და ინიციალები WSC აქვს ამოქარგული.