საყვარელმა კაცმა ქალი ღალატში დაადანაშაულა, როცა ის სინამდვილეში „მაკდონალდსში“ იპარებოდა

საყვარელმა კაცმა ქალი ღალატში დაადანაშაულა, როცა ის სინამდვილეში „მაკდონალდსში“ იპარებოდა

გამოცემა SUN-ი წერს ქალის შესახებ, რომელიც აცხადებს, საყვარელი კაცი „სრულიად სულელური მიზეზის გამო“ დაშორდა.

ირკვევა, რომ კაცი ქალს ღალატში ადანაშაულებდა, რადგან ის ხშირად იპარებოდა სახლიდან. ქალი ჰყვება, რომ მისი ხანმოკლე გაუჩინარების მიზეზი არა ღალატი, არამედ McDonalds-ში სიარული იყო.

მისივე განცხადებით, როცა წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, კაცს დაჰპირდა, რომ მასსავით ვეგანი გახდებოდა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს ისიც აღარ მიეკარებოდა. დაპირების მიუხედავად, ქალი ამბობს, რომ ცდუნებას ვერ უძლებდა, როცა McDonalds-ის ქათმის ნაგეტსები ახსენდებოდა და მათ მისართმევად, ჩუმად იპარებოდა სწრაფი კვების ობიექტში.

„ამას თვეების განმავლობაში ვაკეთებდი, მაგრამ ჩემს ყოფილს ჩემში ეჭვი ეპარებოდა. ცხადია, მისთვის არ მიღალატია, მაგრამ როცა რეალური მიზეზი ვუთხარი, განაცხადა, რომ ამას ღალატის დასამალად ვიგონებდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ურთიერთობა ასე სულელურად დასრულდებოდა“, - ამბობს ქალი.