დედამ შვილს მარიხუანას საყვარელი სახეობის სახელი დაარქვა

დედამ შვილს მარიხუანას საყვარელი სახეობის სახელი დაარქვა

დედამ შვილს მარიხუანას საყვარელი სახეობის სახელი, ინდიკა დაარქვა. როგორც LadBible-ი იუწყება, ამის შესახებ თავად დედამ, Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელსა და პლატფორმა Reddit-ზე ბევრი უარყოფითი კომენტარი და გაკიცხვა დაიმსახურა.

„ინდიკას პირველი დღე დაწყებით სკოლაში! გაშალე შენი ფრთები პატარა გოგონავ, მსოფლიო ლამაზი ადგილია იმისთვის, რომ აღმოაჩინო“, - წერს დედა, რომლის ვინაობაც ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კანაფის მცენარის უამრავი სახეობა არსებობს, ინდიკა კი მარიხუანას ერთ-ერთი ჯიშია, რომელიც თავის მოსადუნებელი და თერაპიული თვისებებითაა ცნობილი.