გერმანული გამოცემა „Bild”-ის ინფორმაციით, პოპულარული ჯგუფი „Scorpions”-ის წევრებმა საკონცერტო მოღვაწეობა სამუდამოდ დაასრულეს.
გასულ წელს ჯგუფი გამოსამშვიდობებელ მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა. კონცერტები 2012 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდა.
რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჰამბურგში ჯგუფის გიტარისტმა რუდოლფ შენკერმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები კონცერტებს აღარასოდეს გამართავენ.
ბატონი რუდოლფის ცნობით, მუსიკოსები ძველ საარქივო მასალებს ჩაუჯდნენ და უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალ ალბომს გამოსცემენ.
გერმანული როკ ჯგუფი“Scorpions” 1965 წელს ქალაქ ჰანოვერში დაარსდა.
ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში“Scorpions”-ს 150 მილიონი ცალი ალბომი აქვს გაყიდული.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან კლაუს მაინე, რუდოლფ შენკერი, მატიას იაბსი, პაველ მონჩივოდა და ჯეიმს კოტაკი.
მსოფლიო ასპარეზზე ჯგუფი1972 წელს გამოჩნდა,როდესაც სადებიუტო ალბომი“Lonesome Crow” ჩაწერა.
სულ გამოშვებული აქვს 19 სტუდიური ჩანაწერი. ამათგან ბოლო “Comeblack” 2011 წელს გამოვიდა.