დანიელი ფსიქოლოგები, რომლებიც იკვლევდნენ კავშირს ქალის ინტელექტსა და სექსუალობას შორის, ერთობ საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ.
მათი მტკიცებით რაც უფრო ჭკვიანია ქალი, მით მეტად სექსუალურიც არის.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 18-დან 83 წლის ასაკის 2000-მდე ქალი.
გამოკითხვის მონაწილენი პასუხობდნენ ანკეტის კითხვებზე, რამდენად აკმაყოფილებთ თავიანთი სექსუალური ცხოვრება.
შემდეგ მათ გაიარეს ტესტი ინტელექტის დონის შესამოწმებლად. ყოველივე ამის შემდეგ გაირკვა, რომ ქალები მაღალი EQ-თი ყველაზე სექსუალურები არიან.
EQ ტესტის შედეგები იკრიბება თვითკონტროლისა და მიზანსწრაფულობის მიხედვით. ამას ემატება უნარი განსაზღვრებისა, რა გსურს და რას მოელი ცხოვრებისგან, და კიდევ სხვა ფაქტორებიც.
ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ქალები მაღალი IQ და EQ-თი „წარმატებისთვის არიან განწირულნი“ როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში.
ამ კვლევის შედეგად დანიელმა მეცნიერებმა რამდენიმე ორიგინალური ფორმულა შეიმუშავეს.
ჭკვიანი მამაკაცი + ჭკვიანი ქალი = მსუბუქ ფლირტს.
ჭკვიანი მამაკაცი + სულელი ქალი = მარტოხელა დედას.
ყეყეჩი ქმარი + ჭკვიანი ქალი = ნორმალურ ოჯახს.
ყეყეჩი ქმარი + სულელი ქალი = გმირ დედას.