ადელი ქმარს ოფიციალურად გაშორდა

ადელი ქმარს ოფიციალურად გაშორდა

ბრიტანელი მომღერალი ადელი მეწარმე საიმონ კონეკის ოფიციალურად დაშორდა. ამის შესახებ Us Weekly წყაროზე დაყრდნობით წერს.

განქორწინების პროცესი ქონების გამიჯვნის გამო გაგრძელდა. ახლა ყოფილი ცოლ-ქმარი შვილზე ერთობლივად ზრუნავენ.

განშორების შესახებ წყვილმა 2019 წლის აპრილში განაცხადა. ადელი სიმონ კონეკის 2011 წლიდან ხვდებოდა, 2012 წელს მათ ვაჟი ანჯელო შეეძინათ, 2017 წელს კი იქორწინეს.