სომხეთი „ევროვიზია 2021“-ში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ სააგენტო „არმენპრესი“ სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, დროის უქონლობა და სხვა ობიექტური მიზეზები არ გვაძლევს კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ევროვიზიის" კონკურსი ნიდერლანდებში 18-22 მაისს ჩატარდება.