მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდებთან წარმატებული სასამართლო დავით სოლიდური კომპენსაცია მიიღო

მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდებთან წარმატებული სასამართლო დავით სოლიდური კომპენსაცია მიიღო

გასულ წელს, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ – პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ორ ბრიტანულ გამოცემას – Dail-სა და Sunday-ს სასამართლოში უჩივლეს. დავის მიზეზი ტაბლოიდების მიერ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, რაც ისეთი დეტალების გასაჯაროებითა თუ მოპოვებით აიხსნება, როგორებიცაა მათ მიერ გამოქვეყნებული პირადი მიმოწერა მეგანსა და თომას მარკლს შორის.

სულ ცოტა ხნის წინ, სასამართლომ დავა დასრულებულად ცნო და გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის სასარგებლოდ მიიღო. კომპენსაციის სახით კი, წყვილი იურიდიული დეტალებისთვის გაღებული თანხის 90%-ს  მიიღებს, რაც დაახლოეით 1.88 მილიონი დოლარია.

ჯერჯერობით უცნობია მოჰვყება თუ არა აღნიშნულ მოვლენებს გაგრძელება, თუმცა საზოგადოება ელის რომ გამომცემლობა ან მთლიანად გაანადგურებს მიმოწერას ან გადასცემს მათ ოჯახს.