ამერიკელმა ალექს კოლბოტმა Twitter-ზე ყოფილ შეყვარებულთან მიმოწერის „სქრინშოტები“ გამოაქვეყნა, რომელმაც მას პაემნებზე დახარჯული თანხის დაბრუნება სთხოვა.
„მგონი ბარებსა და რესტორნებში სამჯერ ვიყავით, სადაც ყოველთვის მე ვიხდიდი. ვფიქრობ 35 დოლარი სამართლიანი თანხაა იმ საკვებსა და სასმელისთვის, რომელიც მე ვიყიდე. მგონი პატიოსანი გოგო ხარ და იმედი მაქვს, ფულს დამიბრუნებ“, - დაუწერა კაცმა და შეტყობინებას თავისი ელექტრონული საფულის შესახებ ინფორმაცია მიამაგრა.
მეორე დღეს კოლბოტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კაცს ფული არ დაუბრუნა.