გიორგი ვოლსკი:  ნოდარ გიორგაძე  თავის ყოფილ სკოლას მინი სტადიონს უშენებს, ვფიქრობ სამაგალითოა

გიორგი ვოლსკი: ნოდარ გიორგაძე თავის ყოფილ სკოლას მინი სტადიონს უშენებს, ვფიქრობ სამაგალითოა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი 31-ე სკოლაში საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება.

„დღეს დილით ჩუღურეთის რაიონის 31-ე სკოლის მინი სტადიონის მშენებლობის დამამთავრებელი ეტაპი მოვინახულეთ. უმაღლესი ხარისხის მასალის საფარველია. ნოდარ გიორგაძე უშენებს თავის ყოფილ სკოლას. გარშემო ბაღსაც გაუკეთებს და ეზოსაც მოუწესრიგებს. ვფიქრობ სამაგალითოა“ - წერს გიორგი ვოლსკი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება არსებული ინფრასტრუქტურა და მოსწავლეებს სულ მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ექნებათ.

სპორტული მოედნის მოწყობა სკოლის დირექციასა და კომპანია „ჯინო კაპიტალის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის განხორციელებაში პირადად არის ჩართული „ჯინო კაპიტალის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.

31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკისა და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.