ჯორჯ კენტი: მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ჯორჯ კენტი: მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ვაშინგტონი საქართველოს მეგობრებითაა სავსე. ვაშინგტონში საქართველოს ოპონენტები არ არიან. ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებით გამოეხმაურნენ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოში ძალიან აქტიური ელჩი გვყავს. საქართველოს პოლიტიკური ძალები უნდა შეთანხმდნენ საერთო წესებზე. მნიშვნელოვანია დიალოგისკენ დაბრუნება. შექმნილი ვითარება გამოწვეწვაა მთლიანად საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის. საჭიროა დიალოგში ჩართვა და ვითარების განმუხტვა. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ და წარმატებულ საქართველოს. ქართველებს უნდა დავეხმაროთ, რათა შეთანხმებას მიაღწიონ დემოკრატიულ ნორმებზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, ჩვენი მხარდაჭერითა და წაქეზებით“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა ტლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ დისკუსიაზე.