ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას „პორშეს“ აუქციონზე გაყიდიან. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, პორშე 911-ს 180 000 - 240 000 დოლარად აფასებენ. მანქანა მარადონას 1992 წლის ნოემბერში აჩუქეს, როცა ის ესპანურ „სევილიაში“ თამაშობდა. აუქციონი პარიზში, 3-10 მარტს გაიმართება.
დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ფეხბურთელი 60 წლის იყო.