რამდენიმე დღის წინ იტალიურმა გამოცემამ „La Stampa” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკური ფიგურა სილვიო ბერლუსკონი მეტროსექსუალი ყოფილა.
ზემოთდასახელებული ტერმინით იმ მამაკაცებს იხსენიებენ რომლებიც მართალია ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრები ბრძანდებიან, მაგრამ პომადის წასმა, მანიკიურის კეთება, თმის, წარბ-წამწამის შეღებვა და მკერდისა და ფეხების გაპარსვა ცხოვრების ყოველდღიურად წესად ექცათ.
„ამ მიმდინარეობის“ აქტიური წევრი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ბრძანდება. მოთამაშე საყურეებით, მძივებით, დაწნული თმებითა და ფრჩხილებზე წასმული ლაქით თავს საქვეყნოდ იწონებს.
ამ კატეგორიაში შემდეგი პოპულარული მსახიობებიც გადიან: ჯორჯ კლუნი, რომელიც მუდამ შეღებილი წამწამებით დადის, ბრედ პიტი, რომელიც პომადით ტუჩებს ილამაზებს და ცნობილი „გლადიატორი“ რასელ ქროუ. ავსტრალიელ რასელს ჯიბეში მუდმივად თვალების ფანქარი უდევს.
აღმოჩნდა, რომ ზემოთდასახელებული ვარსკვლავების გვერდით ბატონი სილვიო ბერლუსკონიც შეგვიძლია რომ მოვიხსენიოთ.
იტალიური გამოცემის მტკიცებით, 76 წლის ბერიკაცი სილვიო დღემდე პარფიუმერული მიღწევებით აქტიურად სარგებლობს.
სილვიომ გაზეთის ჟურნალისტთან საუბრისას არ დამალა, რომ რეგულარულად იღებავს თმებს და ლოყებზე ყოველთვის პუდრის სქელი ფენა ადევს.