„ალ-ქაიდას“ ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ფერწერით დაკავდა. ახალი გატაცების შესახებ მან ჟურნალ Vice-სთან ისაუბრა.
39 წლის ომარის თქმით, ხატვის ნიჭი მას დედისგან გამოჰყვა, რაც პოსტტრამვული და ბიპოლარული აშლილობის დაძლევაში ძალიან დაეხმარა.
ომარის საყვარელი საქმიანობა პეიზაჟების ხატვაა. არცთუ იშვიათად მისი მუზა ამერიკის ველური დასავლეთი ხდება. ბინ ლადენის ვაჟმა მამასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. ომარის თამით, მას მამასთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, რადგანაც ბინ ლადენი შვილებზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა. ამჟამად ომარი ცოლთან ერთად ნორმანდიაში ცხოვრობს.