„სუპერმენის“ ახალ ფილმში მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.
ფილმს Warner Bros. Pictures-ი გადაიღებს, სცენარზე ნოველისტი ტა-ნეჰისი იმუშავებს, ხოლო პროდუსერი კი სავარაუდოდ ჯ.ჯ. აბრამსი იქნება.
არსებული ინფორმაციით, ცნობილი ფერადკანიანი მსახიობი, მაიკლ ბ. ჯორდანი შესაძლოა მთავარ როლში ვიხილოთ.
ფილმის გამოსვლის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.