ნეაპოლში ეძებენ კაცს, რომელმაც სუპერმარკეტში €50 000 ღირებულების ბრილიანტები დაკარგა

ნეაპოლში ეძებენ კაცს, რომელმაც სუპერმარკეტში €50 000 ღირებულების ბრილიანტები დაკარგა

ნეაპოლში ეძებენ კაცს, რომელმაც სუპერმარკეტში 50 000 ევროს ღირებულების ბრილიანტები დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ANSA ავრცელებს.

მომენტი, როდესაც ადამიანს ჯიბიდან პატარა ტომარა ამოუვარდა, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სუპერმარკეტის თანამშრომელმა ტომარაში 3 ბრილიანტი იპოვა და სუპერმარკეტის მენეჯერს გადასცა, თუმცა ძვირფასეულობის პატრონი მაღაზიაში არ დაბრუნებულა.

ამის შესახებ მაღაზიის მეპატრონემ ბრილიანტების ნეაპოლის მერიისთვის გადაცემა მოისურვა, თუმაც მერიაში განუცხადეს, რომ ასეთი ძვირადღირებული ნივთის შესანახად აუცილებელი სეიფი არ აქვთ, ამიტომ ბრილიანტები ამ დრომდე სუპერმარკეტის იურისტთან ინახება.