აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ უეიკოში დაკარგული ძაღლი პატრონს 3 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ამის შესახებ UPI წერს.
აილინ რასელის თქმით, მისი ძაღლი, სახელად როკი, ეზოში სხვა ძაღლთან თამაშის დროს დაიკარგა. ქალმა ცხოველის დაკარგვის შესახებ განცხადებები გააკრა, ახლომდებარე ქუჩებზეც ეძება, თუმცა ვერ იპოვა.
3 წლის შემდეგ ქალმა Facebook-ზე ცხოველთა ადგილობრივი თავშესაფრის ფოტოები ნახა, რომლებშიც მისი დაკარგული ძაღლი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, რამდენიმე კვირით ადრე უცნობმა ადამიანმა როკი ქუჩაში იპოვდა და თავშესაფარში წაიყვანა. იქ ვეტერინარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლი ავადაა და ადგომა არ შეუძლია.
როკი მძიმედ ავადმყოფი ცხოველების თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან ჩათვალეს, რომ ის დიდხანს ვერ იცოცხლებდა. თუმცა ძაღლი მალე გამოკეთდა და თავშესაფარმა პოსტი სწორედ მის გამოჯანმრთელებას მიუძღვნა. როკი პატრონმა უკვე დაიბრუნა.