ლინკოლნ მიტჩელი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გავლენა მოახდინოს შეხედულებებზე ვაშინგტონში

ლინკოლნ მიტჩელი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გავლენა მოახდინოს შეხედულებებზე ვაშინგტონში

„ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, პოლიტიკის მკვლევარი, ლინკოლნ მიტჩელი, საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფორმებულ, ახალ ლობისტურ კონტრაქტზე და აფასებს ლობიზმის გავლენას ვაშინგტონში, პოლიტიკის ფორმირებაზე.

მისი თქმით ქართველებისთვის შემაშფოთებელი უდნა იყოს ის თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად.

„რამდენად შეშფოთებული უნდა იყოს ქართველი ხალხი იმასთან დაკავშირებით თუ რომელ მხარეს უფრო დიდი გავლენა აქვს ვაშინგტონში. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება რომ რომელიმე მხარე უფრო მეტ ფულს იხდის ლობიზმში, ვიდრე მეორე, ორივე იხდის ფულს. მე რომ ქართველი ვიყო, შემაშფოთებდა ის გარემოება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, თითქმის 20 წელია ცდილობენ ვაშინგტონში გავლენა მოახდინონ შეხედულებებზე და ვაშინგტონში ამას უფრო მეტად აკეთებენ ვიდრე სხვა დასავლეთ ევროპულ დედაქალაქში. როცა ხედავ კონგრესმენს, რომელიც საუბრობს საქართველოზე და იმეორებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, შეცდომა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ ამის უკან აუცილებლად ფული ან რომელიმე ლობისტი დგას, რომელმაც ეს მოაწყო, თუმცა იქნებოდა უფრო ზუსტი, გვეფიქრა, რომ ამ კონგრესმენი აზრები საქართველოზე ფორმირებული იქნა მაგალითად იმ არაერთ ადამიანთან, მაგალითად ქართველთან საუბრის შედეგად, რომლებიც ახლოს არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ქართველი რომ ვყოფილიყავი შევშფოთდებოდი იმაზე, თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად. კიდევ ერთი რამ, რაზეც შეკითხვა მიჩნდება არის ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო მეტს საქართველოს მთავრობა ვაშინგტონში. ჩვენ ახალი ადმინისტრაცია გვყავს თეთრ სახლში, ახლა ყველა ქვეყნის მთავრობა, პოლიტიკური პარტიები იმაზეა არიან მომართული, რომ დაამყარონ ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები“, - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვაშინგტონში დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის თავად კი დემოკრატიული ძალაა

„ამბავი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ დაამკვიდროს ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის, ჩვენ კი დემოკრატიული ძალა ვართ, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. იმპერიული თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ეს მცდარია. ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება, არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს ამბავი მცდარია. ახლა, როგორ მოახდენ ამ ამბის ვაშინგტონში დამკვიდრებას? რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციით, რაშიც კარგი ლობისტური კომპანია დაგეხმარება. ეს სწორედ ისაა, რასაც ეს ახალი კონტრაქტი ამბობს. როდესაც კარგი ლობისტური ფირმა ხარ ვაშინგტონში, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი რაც გაგაჩნია არის ურთიერთობები არა შენს კლიენტთან, არამედ მთავრობასთან, კონგრესთან, პოლიტიკის განმსაზღვრელ ინდივიდებთან და ა.შ. ეს კარგი ფირმები არასდროს არ დააყენებენ არსებულ ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ საკუთარი კლიენტების გამო მიუხედავად ფულის ოდენობისა, რასაც ისინი მომსახურებაში იღებენ. აქედან გამომდინარე, მათ მხოლოდ საკუტარი დღის წესრიგის წაწევა ლიმიტირებულად შეუძლიათ და შეკითხვა, მიაღწევენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს წინააღმდეგ არ არის ზუსტი. თუ სანქციები დაწესდება, ეს იმიტომ მოხდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩათვლის ამას საჭიროდ. მის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის მცოდნე ადამიანები მუშაობენ და ისინი სანქციებს არ აამოქმედებენ იმის გამო, რომ რომელიმე ლობისტურმა ფირმამ ამ იდეის ლობირება გადაწყვიტა. არ მგონია შეერთებულ შტატებს საქართველოს დასუსტება ჰქონდეს მიზნად და ეს ის იქნება, რასაც სანქციები გამოიწვევდა“, - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

Katana .აქედან ორი დასკვნა:
1. ლინკოლნ მიტჩელი იყო და რჩება საქართველოს მეგობრად!
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის სრულიად უმოქმედო სტრუქტურა - გინდ ყოფილა, გინდ არა!
3 წლის უკან
trampi უმოქმედო არა ..... ან საბოტაჟნიკები არიან , ან დებილები და ჩლუნგები
ეს მართლა ქ-ე-ოციანები (მეტი როგორღა შევამკო უბრალო არ ვიცი) ნეტა უკლებლივ ყველა, მიშას ხაროში ჩამაყრევინა, უცებ გაუნათდებოდათ გონება.......მე კიდევ გულს მოვიფხანდი....
მაგრამ უბედურება ისააა რომ მერე მეც შიგ ჩამაგდებენ( აქაურების 90% თან ერთად)
ჰოოდა სჯობია ისევ ცირკს ვუყურო....ბოლო ბოლო სადღაც გაგვრიყავს ისტორიიის დინება....
3 წლის უკან
trampi ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკაში ლობისტურ კომპანიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ვადა 2 წელი და 5 თვეა, მომსახურებისთვის გაღებული თანხა კი - 150 000 დოლარი.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის აღსრულებასაც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებს ავალდებულებს მათი კონტრაქტების გასაჯაროებას.

ამ აქტის სავალდებულო მოთხოვნათა შესაბამისად, 16 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა“ და „კოჯენტ სტრატეჯის“ შორის, 150 000 დოლარის ღირებულების ლობისტური კონტრაქტი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზაში 23 თებერვალს გამოჩნდა. კონტრაქტი მოქმედია 2023 წლის 31 ივლისამდე.




ვააააა.....თურმე ნაცებს ფული ჰქონიათ
მე კიდევ მეგონა ფული მარტო ბიძოს ჰქონდა
3 წლის უკან
kolxi მეტი ტა თქვას ამ კაცმა, გაინძერითო!!!...
დიპლომატები სად არიან>!..
3 წლის უკან