ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიცია დაადგა ისეთ დესტრუქციულ გზას, რომ რეალურად მათ საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერაც კი დაკარგეს

ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიცია დაადგა ისეთ დესტრუქციულ გზას, რომ რეალურად მათ საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერაც კი დაკარგეს

ოპოზიცია დაადგა ისეთ დესტრუქციულ გზას,რომ რეალურად მათ საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერაც კი დაკარგეს და საბოლოოდ მოვიდნენ იქამდე, რომ 30 მდე პარტია იღებს მგონი მონაწილეობას და რაღაცა თითო-ოროლა ადამიანს კრებენ, - ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის არასახარბიელო, ქვეყნისთვის , რადგან რეალურად ქვეყანაში ოპოზიცია აღარ არსებობს.

„ამას აქვს თავისი მიზეზები. ის რუსული ნარატივი, რასაც თემურ ალასანია პირდაპირ მითითებით ახორციელებს ამ ოპოზიციურ სტრატეგიაში, რომელ ოპოზიციურ სტრატეგიასაც ახლა მიყვებიან და ცდილობენ გავრილოვთან ერთად რაღაცნაირად მუხტი აწიონ და რევოლუციური ჟინი შექმნან საზოგადოებაში, ეს არის წაგებისთვის განწირული და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი ძალიან წყნარი, მშვიდი დღე, როდესაც თუკი საზოგადოებაში არსებობს პროტესტი და საზოგადოებაში არსებობს იმის განწყობა, რომ ნიკა მელია არის ცამდე მართალი და მას სახელმწიფო პირდაპირ პოლიტიკური ნიშნით ახდენს მის განეიტრალებას, რეალურად საზოგადოებამ ამის შეფასება გააკეთა დღეს და არა მხოლოდ დღეს.
რაც შეეხება ხალხს, ხალხი დაიღალა უკვე. თუნდაც მათი ელექტორატიც კი დაიღალა ამ დესტრუქციით. რეალურად ადამიანებს 21-ე საუკუნეში უნდათ პოლიტიკოსებისაგან რეალურად ხელშესახები პოლიტიკის კეთება და არა 50 მილიონის, დეკლარირებულად დამტკიცებული ქურდის გიგი უგულავას ჟინით აღსავსე უხეში მიმართვა საზოგადოების მიმართ. ეს ადამიანები არიან სრულიად გაკოტრებულები. იმდენს მიაღწია ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ გააკოტრა სრულიად ოპოზიცია და დატოვა აქტივის ამარა, რომელი აქტივიც ხან პარლამენტის წინ დგება, ხან მთავრობის კანცელარიასთან“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.