23 წლის ვარსკვლავი, კაილი ჯენერი გემოვნებიანი და გლამურული იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. სოციალურ ქსელში ის საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს ფოტოებს, სადაც სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდის სამოსს ირგებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ვარსკვლავმა ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტო განათავსა.
უახლეს კადრებში კაილის თეთრი, ჯინსის შარვალი აცვია, რომელთან ერთადაც მან Versace-ს ფერადი ტოპი მოირგო. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მან ფერადი აქსესუარები და ლეოპარდის პრინტის ჩანთა შეარჩია.