რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა ავსტრალიელმა მომღერალმა, 44 წლის კაილი მინოუგმა ახალი ალბომის ჩაწერა გადაწყვიტა.
გასული წლის სექტემბერში, ქალბატონი კაილი ლონდონში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდა და კარიერის განმავლობაში რიგით მეთორმეტე ალბომზე მუშაობა დაიწყო.
ავსტრალიური და ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, მინოუგი ამ დისკის ჩაწერას უკვე ასრულებს.
ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის მაისში იხილავს.
ჯერჯერობით უცნობია მისი სავარაუდო დასახელება და გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი.