ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი შვილებს ქონებას არ დაუტოვებენ! რა გახდა მშობლების ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი შვილებს ქონებას არ დაუტოვებენ! რა გახდა მშობლების ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

43 წლის მსახიობმა ეშტონ კაჩერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შვილებისთვის ქონების დატოვებას არ აპირებს.

„ჩემი შვილები პრივილეგირებული ცხოვრებით ცხოვრობენ და ამის შესახებ არც იციან, მათ სხვანაირი ცხოვრების შესახებ არც ეცოდინებათ, რადგან ესაა მათი ცხოვრება. მე მათ არ ვაიმედებ, ქონებას მათ არ ვუტოვებ, მირჩევნია გაჭირვებულებს დავეხმარო და რაიმე ფონდს გადავუხადო.“

თუმცა მოგვიანებით მსახიობმა თქვა, რომ ქონების გარკვეულ რაოდენობას ბავშვების განათლებაში ჩადებს.

„მინდა, რომ სასარგებლო ბავშები იყვნენ. დიდი იმედიმაქვს, რომ მე და მილა მათი მოტივაციის წყარო გავხდებით, რომ ოდესმე მათაც ქონდეთ ამხელა ქონება და ამისთვის სათანადოდ იმუშავებენ“

ეშტონ კაჩერის მეუღლემ და ორი შვილის დედამ, 37 წლის მილა კუნისმაც გააკეთა განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მათ ოჯახში მოქმედებს წესი „ არანაირი საჩუქრები ახალ წელს.“

„როდესაც ბავშვები ძალიან ახალგაზრდები არიან, არც იციან რა უნდათ, უბრალოდ უნდათ, რომ რაიმე აჩუქო, მე ასეთი არ ვარ, მე და ეშტონი ბავშებს ახალ წელს საჩუქრებს არ ვჩუქნით.“

შეგახსენებთ, რომ მილა კუნისს და ეშტონ კაჩერს ორი შვილი ჰყავთ, ექვსი წლის გოგონა უიატი და ოთხი წლის ბიჭი დიმიტრი.