ვინსენტ ვან გოგის დღემდე უცნობ ნახატს აუქციონზე გაყიდიან. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტილო სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ ლეგენდარულმა მხატვარმა 1887 წელს შექმნა. 1920 წლის შემდეგ ის კერძო კოლექციაში ინახებოდა, რის გამოც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.
ნახატს Sotheby's სააუქციონო სახლი პარიზში, ლონდონსა და ამსტერდამში გამოფენს, რის შემდეგაც მას აუქციონზე გაყიდიან. ვაჭრობა 25 მარტს გაიმართება. ექსპერტები ნახატის საბაზრო ღირებულებას 8 მილიონ ევროდ აფასებენ.