„არანაირად არ იყო საჭიროება იმ უზარმაზარი ოპერაციის ჩატარებისა, რაც ჩვენ იმ დილით ვნახეთ“

„არანაირად არ იყო საჭიროება იმ უზარმაზარი ოპერაციის ჩატარებისა, რაც ჩვენ იმ დილით ვნახეთ“

23 თებერვალის დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმმა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ კვირის აბსოლუტურად ყველა რეზონანსული თემა გადაფარა. კადრებმა, რომლებიც ვიხილეთ, ბევრი მოსაზრება და არაერთგვაროვანი შეხედულება წარმოშვა. მაგალითად, იყო თუ არა ლეგიტიმური ის ძალა, რომელიც სპეცოპერაციის დროს ვიხილეთ? ადგილი ხომ არ ჰქონდა ძალის გადამეტებას? - თუმცა, უნდა აღინიშნოს, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ სპეცოპერაცია საბოლოოდ მშვიდობიანად ჩატარდა.

აღნიშნული საკითხის სამართლებრივი შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი ნიუასების განხილვა, უფლებადამცველსა და იურისტს, ლია მუხაშავრიას ვთხოვეთ.

ქალბატონო ლია, სპეცოპერაციას იურიდიული კუთხით როგორ შეაფასებთ?

- ვფიქრობ, იყო ძალის გადაჭარბება. გამოიყენეს ძალოვანი უწყების რამდენიმე ათასი წარმომადგენელი. რომ დავთვალოთ რა დაჯდა ეს ოპერაცია, ალბათ, ძალიან დიდი თანხა გამოვა. მაშინ, როდესაც არდაკავებითაც არაფერი დაშავდებოდა. მართლმსაჯულების განხორციელება უნდა იყოს ეკონომიური, ქმედითი და ეფექტიანი. არც ერთი მიზანი არ იყო მიღწეული, მით უფრო, რომ მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო კანონიერი. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ სასამართლომ არ მიიღო კანონიერი, დასაბუთებული და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება.

თქვენი აზრით, ნიკა მელიას საქმე ექვემდებარება თუ არა გასაჩივრებას და რა შედეგი იქნება მიღწეული?

- ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ზემდგომ ინსტანციაში და მე არ გამოვრიცხავ, რომ მელიას ადვოკატებმა გაასაჩივრონ ევროპულ სასამართლოშიც. ევროსასამართლოს წესების 39-ე წესით მიხედვით, როდესაც გადაუდებელ ვითარებაში 24 საათში იღებს ხოლმე ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას და აცნობებს მთავრობას, რომ რაიმე მოქმედება მათ განახორციელონ ან რაიმე მოქმედებისგან თავი შეიკავონ. ამიტომ, არანაირად არ იყო საჭიროება იმ უზარმაზარი ოპერაციის ჩატარებისა, რაც ჩვენ იმ დილით ვნახეთ.

სპეცოპერაციის დაწყებამდე, რა პროცედურების გავლა ხდება სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან?

- გაფრთხილება უნდა ყოფილიყო გაკეთებული ვერბალურად, პირადად მელიასთავის. იქნებ სულ არ იყო საჭირო იქ შევარდნა, იქნებ თვითონაც ჩაბარებოდა? აუცილებელი იყო, რომ გაფრთხილება ყოფილიყო, არა ისეთი როგორიც გააკეთეს ეზოში, არამედ პირადად მელიასთვის უნდა ეთქვათ, რომ სანამ შევიდოდნენ ოთახში და ხელს სტაცებდნენ, შემოეხვეოდნენ გარს, უნდა ეთქვათ, „თუ თქვენ თანახმა ხართ, ნებაყოფილობით ჩაგვბარდეთ, მაშინ არ გამოვიყენებთ ძალას.“

გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, თანაც შენობაში, რაც ყოვლად დაუშვებელი და აკრძალულია, მით უფრო, რომ შიგნით არავის გაუწევია შეიარაღებული წინააღმდეგობა. არც ერთი ადამიანი აღმოჩენილი არ არის, ვისაც რაიმე ცივი იარაღი ჰქონდა, ცეცხლსასროლი იარაღი ან მომარჯვებული ჰქონდა რაიმე საგანი, როგორც იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ხომ გვაჩვენებდნენ და ამით გამართლდებოდა ძალისმიერი მეთოდების გამოყენება.

ის ზიანი, რაც მიადგა შენობას და ოფისს, ეს კიდევ დასათვლელია და სამართლებრივად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომ არაფერი ვთქვათ სერვერების წაღებაზე.

სერვერის გატანა შენობიდან, სადაც პარტიის ინფორმაციაა, ეს ყოვლად დაუშვებელი ამბავია და ალბათ, ამაზეც ადვოკატებმა უნდა გააკეთონ ძალიან მნიშენლოვანი აქცენტი.

Katana . აი, კიდევ ერთი ჭკვიანი!
კაცი რომ დემონსტრატიულად იკიდებს ფეხებზე კანონს - იხსნის სამაჯურს... რისთვისაც იმსახურებს ფულად ჯარიმას.... მერე აცხადებს, არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთო!.. აბა, მიდით და გაბედეთო!.. მისი თანაპარტიელები ცალკე ემუქრებიან ხელისუფლებას, - ერთი სცადეთ მისი დაჭერა, ნახავთ რაც მოგივათო!.. ფიზიკურად დავიცავთ! დაგვარტყამს სპეცნაზი - დავარტყამთ და ვნახოთ, ვინ ვის აჯობებსო!.. - თქვენი ჭკუით, რა უნდა ექნა სახელმწიფოს, უნდა გადაეყლაპა ეს მასხრად აგდება და ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ის არარაობაა, რომელიც ერთი თავხედი კანონდამრღვევის ალაგმვასაც ვერ ახერხებს?!
ნეტა, რას სწავლობდით ტემპლის(აშშ) სამართლის სკოლაში (როგორც თქვენს ბიოგრაფიაში გიწერიათ?!) ან საერთოდ, სწავლობდით კი?
3 წლის უკან
amo Katana, ნამდვილა კარგი პროფესიონალია ქ-ნი ლია, მაგარამ მაინც ქალია, როგორც ჩანს რაღაც ეწყინა ამ ხელისუფლებისგან და სუბიექტური გახდა მათ მიმართ, მაგრამ ქვეყანაც ზედ ხომ არ უნდა მიაყოლოს. ნაცების გვერდით შეგნებული დგომა დანაშაულია, დანაშაული.
3 წლის უკან
Katana . amo, ვერ გამოვდგები მისი კვალიფიციურობის მსაჯულად, მაგრამ კრიმინალ ნიკა მელიაზე - "ქართუ ბანკის" გამკოტრებელზე, პარლამენტის შენობის ასაღებად მოწყობილი შტურმის ხელმძღვანელზე, სისტემატურად და თავხედურად კანონის არაერთგზის დამრღვევზე რომ იურისტი იტყვის, აუცილებელი არ იყო მისი დაჭერა და უნდა გაასაჩივრონო, იმას პროფესიონალიზმი რაზე უნდა შევატყო?!
ტემპლის სკოლის სერტიფიკატზე?
დარწმუნებული ვარ, მუხაშავრიაზე უკეთესი დიპლომები აქვთ იმ ამერიკელ ბატონებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თეთრ სახლზე შტურმი შიდა ტერორიზმია და ადგილზე მიცხრილვას იმსახურებენ ასეთი ნაძირლები, ხოლო საქართველოს პარლამენტზე შტურმისთვის, რასაც არაერთი ადამიანის (მათ შორის, სამართალდამცველების) ფიზიკური დაზიანება მოჰყვა, მელიას დაპატიმრება ანტიდემოკრატიული ქმედება ყოფილა და ევროპულ ოჯახში არ უნდა მიგვიღონ, თურმე!..
ობიექტურობის შეგრძნება რომ არა აქვს ადამიანს, ამას დიპლომი არ შველის.
3 წლის უკან
გრიგორი თუ კაპიტოლიემში შეჭრა ტერორიზმის რანგში აიყვანეს, საქართველოს პარლამენტში შეჭრა რატომ არაა იგივე ?! მელია დემონსტრატიულად აბუჩად იგდებდა არა ხელისუფლებას, რომელსაც დიდად არც მე ვწყალობ, არამედ ქვეყანას და კანონს ! რა თქმა უნდა ხელისუფლების დანაშაულიც დიდია იმაში, რომ ასე გათავხედდა მელაკუდა და არა მარტო ის. მათ შეიძლება არ მოსწონდეთ ხელისუფლება, მაგრამ ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ი არიან დაემორჩილონ კანონს და ეს ეხება ყ ვ ე ლ ა ს მელიაა ის, თუ ტურავა! მელაშვილია, თუ ტურაშვილი ! პირადი ინტერესების გამო ვიღაც , მაპატიეთ გამოთქმა , სირები აზიანებენ ქვეყანას და ამას ჩადის როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია! სად იყო ხელისუფლება , როცა მელიამ სამაჯური დემონსტრატიულად მოიხსნა ?
3 წლის უკან
trampi მუხაშავრია ლაგაზიძე, ხუხა, გუბაზი და კიდევ ძალიან ბევრი სხვა, ეს ის ხალხია რომლებიც ნაცებს ებრძოდნენ
ეხლა კი ბიძოსგან ,,რაღაც რაღაცეეები,, იწყინეს და................ ნაცებს ამოდგნენ გვერდში
ამათ სინამდვილეში მხოლოდ პირადი ამბიციები(სკამი) აწუხებთ თორე საქართველოოოოო........ საქართველო ამათ სუყველას დიშლაზე ჰკიდია!!!! .
მერე ეგრე შეიძლებაააა?? ეს ხომ მედროვეობაააა??(მათ შორის ბურჯანაძე განსაკუთრებული ფენომენია--არადა მაგის მიტინგზე მიშამ კინაღამ მიმასიქტიმა)
ამათ კავკასიური ცარცის წრიდან გრუშშე მაინც არ ახსოოვთ?--- ბავშვს რომ ხელს გაუშვეეეებს??,ბავშვის სიყვარულს და ჯანმრთელობას, თავის პირადულზე წინ რომ აყენებს, ის მაინც ნანახი არაააქვთ?? მერე ამათ საქართველოზე მეტად ეს სკამები ასე რამ შეაყვარა....თუ საქართველო არ იქნება იმ სკამებით მოპოვებული, თუნდაც მილიონები რა ჯანდაბად უნდათ??
მაშ ნაღდი ქართველი აღარ დარჩა საქართველოშიიი? ყველა 91--93 წლებში დაიხოცნეენ?
ან იმ ბაზალეტის ტბიდან ის ოქროს აკვანი, რით ვეღარ ამოიღეს??
როდისღა ხალხნოოოო.....სულ დროშის ფრიალიიიი????(მით უმეტეს ხალხს მხოლოდ ტარიღა დაგვრჩა ხელში )
იმიტომაც დავკარგე--მეკარგება ყველაფრის იშტა
ისე კი......(მაინც იმედად.)...ა. ბაქრაძისაგან მახსოვს(გრუბად)----- ისტორიაში როცა საზოგადოება რაღაც ეტაპზე მომზადებულია და მზადაა ახალ სიტუაციაში(უკეთესზე) გადასასვლელად, იმ პერიოდში საზოგადოება თვითონ შობს ხოლმე შესაბამის ლიდერებსო..(ლიდერი და არა ბელადი).
ამას გამსახურდიას წინა პერიოდში ამბობდა
ჰოოოდა და ეტყობა იმ აკვნიდან ან ჯერჯერობით საჩვენო ქართველი არ დაბადებულა ან კიდევ ....ქვეყნის ჭირის ასაკიდებლად ჯერ ,,ის,, კიდევ პატარააა
3 წლის უკან
trampi არა ნაცები ვინც არიან გასაგებია მაგრამ ......
ესენი.......ესეთი დებილები
ესეთი კრეტინები
ესეთი გაქანებული კომკავშირელები ამ ბიძომ სად იპოვა , ან საიდან მოიყვანა.???......... თანაც ოპტომ
კაკრა იმიტომაც ვლანძღავ ბიძოს, თანაც ოპტომ------ტელევიზორის ყოველ ყურებაზე
ჰოოოდა ამათ მოყვანისათვის ზნჩიტ არც ბიძოს აააქვს ყველაფერი პარიადკაში.....(თუმცა ამას თავიდანვე ისედაც ვეჭვობდი)
3 წლის უკან