ანზორ მელია: ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა

ანზორ მელია: ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა, - ამის შესახებ კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალურმა დირექტორმა, ანზორ მელიამ თავისი შვილის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მას შვილი ბოლო 2 თვეა არ უნახავს. „მას არც ოჯახისთვის ეცალა და არც მშობლებისთვის, რადგან თავი ჰქონდა გადადებული“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს.